weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ბოლო 20 წელში ყველა რეფორმა და სიკეთე ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა – ღარიბაშვილი

17:08 პარასკევი, 13 მაისი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილ სირთულეებთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები დაისვა და მიმდინარე პროცესებს მთავრობაც ყურადღებით აკვირდება.

„მოვისმინე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებთან და სხვა აქტივობებთან დაკავშირებით. ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია. თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას მიაწოდებს საზოგადოებას. ყველა ეს ლეგიტიმური კითხვები, რაც დაისვა და ადვოკატის მხრიდან გაჟღერდა ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ... მე ამ დეტალებში არ შევალ, ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ რადგან ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურაღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი აქციების ავანგარდში. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ბოლო ორი დღეა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ივანიშვილის დაცვის მიზნით საქართველოში აქციები დაიწყოს.

 „ასეთ ცინიკურ საუბარს, მე გირჩევთ, თავი დაანებოთ. ეს ერთი . მეორე – ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში, მთელი თავისი ქონებიდან, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის.

3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ის რეფორმა, პოლიციის, სამხედრო, უამრავი რეფორმა, სიკეთეები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ასევე, ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა, მისი პიროვნული დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ გრძელვადიანი მშვიდობა იქნება: „არანაირი ომი, მეორე ფრონტი არ იქნება ქვეყანაში. პირიქით, იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის“, – უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]