weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

00:13 შაბათი, 14 მაისი 2022

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება. შესაბამისი „ბრძანება“ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს, 13 მაისს, „უფლებამოსილების“ ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცა.

„უჭერთ მხარს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას?“, – ე.წ. ბრძანების მიხედვით, ასე იქნება ჩამოყალიბებული სარეფერენდუმო კითხვა.

ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ „წინასაარჩევნო კამპანიის“ დროს აქტიურად საუბრობდა. მისი თქმით, 1992 წელს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხმა მოსახლეობის 99.8%-მა მისცა და არ ჰგონია, რომ ახლა ამ მხრივ მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა, კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩატარდება – ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების თაობაზე.

8 მაისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ანატოლი ბიბილოვი დამარცხდა, გამარჯვებულად კი პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი გამოცხადდა. ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას 24 მაისს არის დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს. 11 მაისს მან განაცხადა, რომ ეს ცალმხრივი პროცესი არ არის და როგორც კი რუსეთიდან სიგნალი იქნება, „ამ რეფერენდუმს აუცილებლად ჩაატარებენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]