weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბრიუსელში ღარიბაშვილი-სტოლტენბერგის შეხვედრა ისევ ჩაინიშნა

16:38 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა ისევ ჩაინიშნა. განახლებული ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ სტოლტენბერგი ღარიბაშვილს დღეს, 18 მაისს მიიღებს. შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები არ გაკეთდება.

ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ვებ-გვერდზე 17 მაისს გამოქვეყნდა, თუმცა დღეს დილით შეხვედრა გაუქმებულად გამოცხადდა. ამ საკითხზე განმარტება არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.

„ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

„მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო, წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისში მონაწილეობა ვერ მიიღო ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში“, – განაცხადა სამხარაძემ.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ირაკლი ზარქუას თქმით, მისი ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივანი „თითქოს გამოჯანმრთელდა, თუმცა ისევ შეუძლოდ გახდა“.

„დღეს არა მხოლოდ ბატონ ღარიბაშვილთან, არამედ გარკვეული შეხვედრები გადადო“, – აღნიშნა ზარქუამ.

იენს სტოლტენბერგი დღეს შვედეთისა და ფინეთის ელჩებს შეხვდა შეხვდა და მათგან NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადები მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]