weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს – სტოლტენბერგი

19:16 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

„შევხვდი საქართველოს, NATO-ს ახლო პარტნიორის, პრემიერ-მინისტრს. ჩვენ შევეხეთ რუსეთის უკანონო ომს უკრაინაში. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს იენს სტოლტენბერგი.

დღეს, 18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა შედგა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. დილით NATO-მ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა გაუქმებული იყო, თუმცა მოგვიანებით ის ისევ ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]