weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა ბოლომდე აცდენილი არიან ევროპულ ღირებულებებს – კობახიძე

11:12 პარასკევი, 20 მაისი 2022

„ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის. მათ შორის პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს კობახიძემ თქვა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და „ერთი პატარა ჯგუფის“ წევრები კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები არიან.

„ვიოლა ფონ კრამონი სამართლინად რომ აფასებდეს „ნაცმოძრაობა“ რა არის, მათ შორის დღესაც და გუშინ რა იყო, რომ ჰქონოდა მაშინაც და დღესაც სამართლიანი შეფასება, გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ის კაცი და ახლა „რუსთავი 2“ გაძარცვა.

ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ არის კრიმინალების მფარველი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ არ აქვს ანტიდასავლური რიტორიკა

„ევროპარლამენტში რამდენიმე ასეული დეპუტატია და ერთ-ერთი დეპუტატი გამოირჩევა უსამართლობით, კრიმინალების მფარველობით. როდესაც მაგალითად, საქართველოში პარლამენტის ერთ წევრს აკრიტიკებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აკრიტიკებ?! იქაც შვიდი-რვა ევროპარლამენტარია, რომელიც მუდმივად ერთი და იმავეს აკეთებს – მფარველობს კრიმინალებს, ხან ასე, ხან ისე და რა შუაშია აქ ან ევროპა, ან მთლიანად ევროპარლამენტი.

არის შვიდ-რვა ევროპარლამენტარი, რომელიც არის კრიმინალების მფარველობაში მხილებული. ევროპის წინააღმდეგ გამოსვლასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. პირიქით, ვიოლა ფონ კრამონს, ფოტიგას და ა.შ. თავად არ აქვთ არავითარი კავშირი სინამდვილეში ევროპასთან, რადგან ბოლომდე აცდენილი არიან ევროპულ ღირებულებებს.

თავის ქვეყანაში რომ უნდათ სამართლის უზენაესობა და აქ რომ გეუბნებიან, დამნაშავე არ უნდა დაიჭირონ, ეს არის ზუსტად აცდენა ევროპული ღირებულებებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

17 მაისს, 9 ევროპარლამენტარმა, რომელთა შორის ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგაც იყვნენ, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ევროპარლამენტარების შეფასებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]