weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ეთნიკურ ჯგუფებს რუსეთის იმპერიამდე არსებული გვარების აღდგენა მალე შეეძლებათ – პაპუაშვილი

13:53 პარასკევი, 20 მაისი 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტს მალე მიიღებს. შედეგად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ავთენტური გვარის დაბრუნებას შეძლებენ.

„სამოქალაქო აქტივისტების მიერ იყო ეს საკითხი დაყენებული, პარლამენტმა განიხილა და აქცია კანონპროექტად, რომელიც მალე იქნება მიღებული და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და რუსეთის იმპერიის დროს, ასიმილაციის პროცესში, მათ გვარები შედგენილი იქნა რუსული ფორმით და დაბოლოებებით, ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ ის ტრადიციული ფორმა, რომელიც ამ ეთნიკური ჯგუფისთვის არის უფრო დამახასიათებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კამპანიას „გვარი დამიბრუნე“ პლატფორმა „სალამი“ აწარმოებდა. გასული წლის ნოემბერში ავთენტური/ტრადიციული გვარების დაბრუნების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად 26 298 ხელმოწერაც შეაგროვეს, თუმცა, შესაბამისმა კომიტეტმა ნამდვილად 22 928 ჩათვალა, რაც არასაკმარისი იყო. იმავე თვეში, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.

„კანონპროექტის ინიციატორები მიესალმებიან იმ ინიციატივაზე მუშაობას, რომელიც წარიმართა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქამრან მამედოვი, ბანიამინ კასიმოვი, აითაჯხალილოვა, ფარიდ ასკეროვი, რაბილ ისმაილოვი) მიერ და მოიცავდა 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვების, როგორც უშუალო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის გამოყენების გზით დიდწილად იგივე თემატიკასთან დაკავშირებული ინიციატივის წარმოდგენას. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კანონპროექტი არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც იყო წარმოდგენილი საინიციატივო ჯგუფის მიერ, თუმცა, რამდენადაც ეს ორი ინიციატივა მიზნად ისახავს ერთი და იმავე საკითხის ახლებურად და სამართლიანად მოწესრიგებას, ამ კანონპროექტის ინიციატორებსა და საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის საკმაოდ ნაყოფიერი კონსულტაციები გაიმართა. ამრიგად, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გადაწყდება ის პრობლემა, რომლის გადაჭრას მიზნად ისახავდა აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლ საქართველოს მოქალაქეს, 16 წლიდან, შეეძლება არაავთენტური გვარის შეცვლა მოითხოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]