weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

„ლელომ“ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პარლამენტში დაიბარა

13:24 ორშაბათი, 23 მაისი 2022

„ლელოს“ საპარლამენტო გუნდმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა. როგორც პარტიაში განაცხადეს, მათი მიზანია, მოქალაქეებმა მიიღონ პასუხი კითხვაზე, რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ რუსეთისთვის არ გახდეს საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად „შავი ხვრელი“. ღარიბაშვილი პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, 27 მაისს არის დაბარებული.

დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე დეტალური კითხვები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის უკვე გაგზავნილი აქვს, თუმცა მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.

„დღეს მოვუწოდებთ პრემიერს, პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხებით. დღეს, შავ ხვრელად გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ მინისტრისგან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთლიანობაში, გაგზავნილია ოთხი კითხვა პრემიერ-მინისტრისა და სამი მინისტრის მიმართ.

„ეს ინტერპელაცია შედგება რეგლამენტით დადგენილი წესით, 27 მაისს. ეს ჩანიშნული და გათვალისწინებულია პარლამენტის დღის წესრიგით“, – განაცხადა კობახიძემ.

ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. პარლამენტის წევრთა ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარადგინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]