weather cur horoscope tv
აგვისტო 20, 2022

ახვლედიანი: ცხინვალში უკანონო პატიმრობაში 7, აფხაზეთში კი 1 მოქალაქე იმყოფება

18:19 პარასკევი, 03 ივნისი 2022
თეა ახვლედიანი თეა ახვლედიანი

„დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჩვენი შვიდი მოქალაქე, აფხაზეთის მიმართულებით ერთი მოქალაქე“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ახვლედიანის ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა ერგნეთში 7 ივნისს გაიმართება, სადაც უკანონო პატიმრების თემა „კიდევ ერთხელ მთელი სიმწვავით იქნება დაყენებული“.

„გავაგრძელებთ კონსოლიდირებულ ძალისხმევას, რომ უახლოეს დროში ჰუმანიტარულ ჭრილში, მოხდეს მათი გათავისუფლება“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

დაახლოებით ერთი თვის წინ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ჩხიკვაძე, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ 2021 წლის დეკემბერში დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ოკუპანტებმა 2021 წლის განმავლობაში საქართველოს 81 მოქალაქე დააკავეს. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებთ 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით – 70 უკანონო დაკავების ფაქტი დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]