weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ 217 482 ლარით დაჯარიმდა

14:24 ორშაბათი, 06 ივნისი 2022
ფოტოზე - კონსტანტინე მორგოშია ფოტოზე - კონსტანტინე მორგოშია

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ 217 482 ლარით დააჯარიმა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ სასამართლოს ორი საქმეზე მიმართეს. პირველი პარტიის მიერ 2021 წლის დეკლარაციის არასწორად წარდგენას ეხებოდა.

„მათ წარადგინეს განცხადება იმის შესახებ, თითქოს, დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ, თუმცა პარტიამ ოფისების დიდი ნაწილი დეკემბერში უკვე გახსნა“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

უწყება „კონსერვატიულ მოძრაობას“ არაფულადი შემოწირულების დამალვასაც ედავებოდა. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. 

„ასევე, პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა. ჯამში დამალული არაფულადი შემოწირულება 72 000 ლარზე მეტია. სასამართლო გადაწყვეტილებით, პარტიას ეკისრება დამალული თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა, ანუ 217 482 ათასი ლარი“, – უთხრეს „რეგინფოს“ აუდიტის სამსახურში.

პარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. როგორც „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, მის პარტიას „შარი მოსდეს“.

„შემომწირველები გვყავს და არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა მას გავასაჩივრებთ. ბოლოს თუ მაინც მიიღებენ მისი გადახდის ვერდიქტს, ჩვენ დავემორჩილებით კანონს და გადავიხდით“, – თქვა მორგოშიამ  ტელეკომპანია „პირველთან“.

 

ამ თემაზე:

როგორ ივსება „ალტ-ინფოს” პარტიის ყულაბა

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]