weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პრეზიდენტი: წარმოუდგენელია ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება არამართული იყოს

10:26 სამშაბათი, 07 ივნისი 2022

„ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებზე თავდასხმასა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართულ აქციას.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ასეთი ქმედებები მიმართულია საქართველოს ევროპული გზის დასაზიანებლად, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.

„ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასვლური და ანტიევროპული სახელმწიფო.

სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე? ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გუშინ, 6 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, პარლამენტის დეპუტატს, ხათუნა სამნიძეს და ასევე პარტიის წევრს, დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი პირი დაესხა თავს. ხათუნა სამნიძის თქმით, მათ შეურაცხყოფა პოლიტიკური შეხედულებების გამო მიაყენეს. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ მისი ძმა, ლევან ბერძენიშვილი „მათ წმინდანს“, ანუ მეფე ერეკლე მეორეს აგინებს. პოლიციამ ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი დააკავა.

იმავე დღეს, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ჰომოფობიური ჯგუფების ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის 7 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]