weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საკონსტიტუციო დავის დაწყება, როცა პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება, მიუღებელია – მსხილაძე

10:36 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და დავის დაწყება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტით იმყოფება, მიუღებელია.

„ჯერჯერობით სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული არ გვინახავს. სანამ არ გავეცნობით, არ გავიგებთ რა მოთხოვნებია იქ, რის დაზუსტებას ითხოვს მთავრობა, მანამდე ამაზე საუბარი და იურიდიულ დეტალებში შესვლა რთულია. როდესაც პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება, ამ დროს ასეთი დავის დაწყება, თვითონ განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია. მე მიუღებლად მიმაჩნია“, – განაცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებთან.

გუშინ, 7 ივნისს, საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ თქვა, სარჩელით მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე. ჯაველიძის თქმით, მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის ვადამდე გათავისუფლებასა და კანადაში ელჩად დანიშვნაზე. ასევე იმაზე, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დანიშნულიყო. კობახიძის თქმით, უარის მიზეზი გაუგებარი იყო.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, სახელმწიფო მეთაურის როლი მთავრობის მიერ ცალმხრივად არის დანახული.

„ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს შემაშფოთებელია. საქმე ეხება ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, თვალდახუჭულმა მოაწეროს ხელი ქაღალდს, რომელსაც მას დაუდებენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]