weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საქართველოში EU-ის ახალ ელჩად პაველ ჰერჩინსკი დასახელდა

17:55 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ  ჰერჩინსკი დაასახელა.

ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე ის პოლონეთის ელჩად მუშაობდა პოლიტიკურ და უშიშროების კომიტეტში, უფრო ადრე კი გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო.

ამ დროისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას კარლ ჰარცელი ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე, ოთხწლიანი მანდატით, 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]