weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ხერხეულიძე რიჟვაძეზე: „თავმოყვარე ქვეყანაში თავისუფლად ვერ უნდა დადიოდეს“

19:38 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, ღირსეული ხელისუფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა. ამის შესახებ ხერხეულიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მართლები არ არიან, როდესაც დღეს ვერბალურად უხეშად გამოხატულ პოზიციებზე საუბრობენ.

„თქვენგან ხელდასმული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ტექსტი ალბათ მოსმენილი გაქვცთ, ხომ? ყველა ღირსეული ხელისუფლება ამ ადამიანს ნამდვილად გაუშვებდა სამსახურიდან.

ის არ გახლავთ ადამიანი, რომლის გაშვებასაც რაღაც პროცედურები სჭირდება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეგესრულებინათ, მაგრამ ამჯობინეთ, ამ ენაზე ესაუბრებოდეს თავის კოლეგებს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მან რიჟვაძეს ირაკლი ღარიბაშვილის კარიკატურა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ცუდი გაგებით“ არ უთქვამს.

„ყველანაირად ცდილობს, რომ მას დაემსაგავსოს, ყველანაირი მანერით. იმდენად სასაცილო იყო, ისეთი ტექსტები თქვა, მე არ მესმის, სამსახურში როგორ უნდა მივიდეს. არც გამიხედავს ამ ლოჟაში - თქვით, რომ დღეს ესწრებოდა. ის ახლა თავისუფლად ვერ უნდა დადიოდეს თავმოყვარე ქვეყანაში. ნამდვილად ასეა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდა. „ჭორიკნები ხართ! ვერავის ვერ გადაუღუნოთ. დავაი, დაახვიეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა მან ოპოზიციის წარმომადგნლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]