weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მიანიჭეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – ფოტიგა

12:17 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

პოლონელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წეევრმა, ანა ფოტიგამ ევროკავშირს მოუწოდა საქართველოს, ასევე უკრაინასა და მოლდოვას, წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

ფოტიგას თქმით, ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის მხრიდან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს.

„ამ შედეგში წვლილი შეიტანა საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრმა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც ნიკა გვარამიამ – დღევანდელი დებატების ერთ-ერთმა ობიექტმა – მოგვმართეს:  საქართველოს საუკეთესო მეგობრებო – მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, გრძონობენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნის წინაშე არსებულ ისტორიულ საფრთხეს – არ დატოვოთ საქართველო პოსტ-საბჭოთა ჭაობში და არ დასაჯოთ ქართველი ხალხი რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. ნახეთ რა ხდება უკრაინაში.

მე, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად ვეწინააღმდეგებოდი კომუნისტურ რეჟიმს, ამას ყველა ქართველთან ერთად ვგრძნობ და მეც მოგმართავთ: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას და მოლდოვას“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, გუშინ, 8 მარტს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. დებატების თემა საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევები იყო. დღეს ევროპარლამენტარები ამ საკითხზე რეზოლუციასაც მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]