weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

EU-ის პარლამენტი პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილის სანქცირება განიხილონ

16:40 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

ევროკავშირის პარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

ამ ჩანაწერს შეიცავს ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევას ეხება.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთადერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და იმ კონტროლის დონის გამო, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

„ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეზოლუციის ამ ნაწილის შეფასებისას თქვა, რომ ევროკავშირის სტრუქტურების დასკვნებს დაელოდებიან: „ჩვენ დაველოდებით შესაბამის პოზიციას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება“.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რეზოლუციაში ტყუილებია „შეპარებული“: „გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად ვართ დღეს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, თუნდაც რუსეთის ექსპანსია. წინა რეჟიმმა ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები და მხოლოდ 2012 წელს შეჩერდა საქართველოში რუსეთის ექსპანსია, როგორც ტერიტორიული, ისე ეკონომიკური“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]