weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

EU-ში ინტეგრაციისას ვალდებულებების შეუსრულებლობა კონსტიტუციის დარღვევაა – ლომჯარია

18:11 პარასკევი, 10 ივნისი 2022

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არაკონსტიტუციურია „ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომელიც მან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ხუნდაძემ ევროპარლამენტი გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს „ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ეს არის ბოლო მუხლი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის, ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, მაქსიმუმი იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს მუხლი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ეს ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციური უწყების ყველა წარმომადგენელმა, ეს ეხება როგორც საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს, სახალხო დამცველს და ა.შ.,  უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ხელს  არ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და პირიქით, დააჩქარებს ამ პროცესს.

შესაბამისად, მმართველი პარტიის წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელი განცხადება, მიმაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური, ვინდაიდან წინააღმდეგობაში მოდის როგორც კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ასევე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილთან, რომელიც არაერთგზის არის გაცხადებული.

არაკონსტიტუციური არა მარტო ის განცხადება, რომ „თუ რაღაც ვალდებულებებს დაგვიწესებენ შესასრულებლად, უარს ვიტყვით ევროინტეგრაციაზე“, არამედ ის ფაქტიც, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რასაც სახელმწიფოს უწესებს ევროკავშირი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.

თუ ეს ვალდებულებებიც არ განხორციელდება ხელისუფლების მხრიდან, ეს იქნება არაკონსტიტუციური ქმედებები, ვინდაიდან მათ პოლიტიკურ ნება-სურვილზე ან მიზანშეწონილობაზე არ არის დამოკიდებული. 

ეს არის მათი კონსტიტუციური ვალდებულება, შეასრულონ ის ვალდებულებები, რასაც ევროსტრუქტურები საქართველოსგან და მისი ხელისუფლებისგან ითხოვენ ამ პროცესში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძე ერთადერთი არ არის, ვინც რეზოლუციის მიღების შემდეგ მსგავს განცხადებებს აკეთებს.  

„გუშინდელი დღიდან ვხედავთ სახელისუფლებო ექსპერტების და მათი პოლიტიკური იდეოლოგების ანალოგიურ განცხადებებს, თითქოს, საზოგადოება საერთოდ უარს იტყვის ევროინტეგრაციაზე, თუ რაიმე ვალდებულებების დაწესება მოხდება. ბოლო პერიოდში შეინიშნება, რომ ეს არის რაღაც პარტიული იდეოლოგია. დღეს უკვე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა ეს განცხადება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს განმარტებები და გაემიჯნოს ამ არაკონსტიტუციურ განცხადებებს და დისკუსიას, რაც მის მხარდამჭერებსა და იდეოლოგებში მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]