weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

ნამდვილად არ მშურს, არც უკრაინის და არც მოლდოვის – ღარიბაშვილი

12:13 ორშაბათი, 20 ივნისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, „ნამდვილად არ შურს“ უკრაინის და მოლდოვის, რომელთაც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალქეების უმეტესობას გარკვეული კითხვები დარჩა, „თუ რატომ აღმოჩნდა, უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა“.

„მინდა მოქალაქეებს ავუხსნა შემდეგი: მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. ევროკომისია ევროსაბჭოს მიმართავს, რომ მათ მიენიჭოთ პერსპეტივა და სტატუსი. ანუ, რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად - ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია და მოლდოვას, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ამავდროულად მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას.

ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა - ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც დადებულია, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ვითარებაში: 20% ტერიტორიების უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვა არის ძალიან მძიმე ვითარებაში. თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილების/ლტოლვილების და უამრავი, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას.

გახსოვთ, რომ წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მე მეუბნებოდნენ და ეს ღია ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. თქვენ ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ უკრაინა არის ომში. ჩემთან პირადად საუბრებშიც ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს, არც უკრაინის და არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება. მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა „ყველა ის ხელშესახები მიღწევა“, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება.

„მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, რამდენიმეს შევახსენებ: ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასასრულს ღარიბაშვილმა და საქართველოს მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება უსურვა.

 

ამ თემაზე:

არის საკითხები, რომლებსაც ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ სტატუსს – ღარიბაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]