weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ან „ქართული ოცნება“ ასრულებს ამ რაღაცებს, ან ასრულებს მმართველობას – ელისაშვილი

15:28 ორშაბათი, 20 ივნისი 2022

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ევროკომისიის რეკომენდაციების მისხალ-მისხალ შესრულება აიძულოს.

„ან „ქართული ოცნება“ ასრულებს ამ რაღაცებს, ან „ქართული ოცნება“ ასრულებს თავის მმართველობას. ეს არის ძალიან მარტივი.

ახლა ოპოზიციაში თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება, ყველა უნდა შევიკრიბოთ და ერთი რაღაც მოვითხოვოთ - ყველა სხვადასხვა რაღაცას რომ ვითხოვთ და ვინ აქეთ ექაჩება, ვინ იქით კი არა, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლებას, რომ მისხალ-მისხალ შეასრულოს ყველა რეკომენდაცია.

მეტი საქმე, მეტი ამოცანა, მეტი მიზანი ოპოზიციას, წესით, წლის ბოლომდე არ უნდა ჰქონდეს“,  – განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გაუწია და მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაციით შემოიფარგლა. კომისიის მოსაზრებით, საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. 23-24 ივნისის სამიტზე ევროსაბჭო დიდი ალბათობით გაიზიარებს ევროკომისიის მოსაზრებას და საქართველოს „ევროპულ პერსპექტივას“ მიანიჭებს, რის შემდეგაც, ხელისუფლებას ექვსი თვე ექნება პირობების შესასრულებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]