weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აქციაზე მარტო „ნაცები“ როდი იდგნენ, თუმცა აქციის ხერხემალს სწორედ ისინი შეადგენდნენ – ვასაძე

01:00 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ერთი წლის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ (ერი) დააფუძნა, 20 ივნისს, თბილისში გამართულ აქციას „შინ ევროპისკენ“ გამოეხმაურა და ვიდეო სათაურით „საქართველოს ურანოპოლიტიკური მისია“ გამოაქვეყნა.

„რუსთაველზე მარტო „ნაცები“ როდი იდგნენ, თუმცა აქციის ხერხემალს სწორედ ისინი შეადგენდნენ, მაგრამ მათ გარდა, იქ იდგა ჩვენი საზოგადოებს ის ნაწილიც, რომელმაც ამ 30 წლის პროპაგანდის შედეგად მართლა დაიჯერა, რომ ჩვენ სადღაც ევროპაში მივდივართ და რომელსაც, ამ პროპაგანდის შედეგად, ვერ წარმოუდგენია საქართველოს სხვა მომავალი“, – აცხადებს ვასაძე ვიდეოში.

მისივე თქმით, „საქართველო უნდა ისწრაფოდეს იყოს არა რომელიმე ძალის ცენტრის - რუსული ევრაზია იქნება ეს თუ დასავლური ევროპა - პერიფერიული, პროვინციული, მესამე ხარისხოვანი, მაჩანჩალა წევრი, არამედ უნდა ისწრაფოდეს თავად იყოს რაღაცის ცენტრი. ამ რაღაცას ჰქვია კავკასიის რეგიონი“. ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ეს არის სქართველოს დამოუკიდებლობის „ერთადერთი ჭეშმარიტი გზა“.

„კავკასიაცენტრული საქართველო სამართლიანობის, ჭირთა თმენის და წესიერ ადამიანების უმრავლესობის საქართველოა, რომელიც მაგალითს მისცემს მთელს მსოფლიოს, როგორი უნდა იყოს ქვეყანა. ასეთი ქვეყნისთვის საფუძველშივე შეურაცხმყოფელია ვიღაცისნაირობაზე მითითება, ვიღაცის კავშირში მიღება-არმიღებაზე ხვეწნა და ასეთი ქვეყნის გარეშემო აკინძულ და აღორძინებულ რეგიონში აქეთ უნდა იხვეწებოდნენ ქვეყნები ჩვენ მიგვიღეთ თქვენს გუნდშიო.

ეს არის საქართველოს ურანოპოლიტიკური მისია, რომელიც მან გეოპოლიტიკაში უნდა განახორციელოს. სხვა ყველაფერი უკადრისი და დამაკნინებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამაზე ოცნებობდნენ თავიანთ ყველაზე გაბედულ და ბრწყინვალე აზროვნებაში ჩვენი ქვეყნის მეფეები და მამები, მისკენ ისწრაფოდნენ და ამ მიზანს სწირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს. ეს მამოძრავებს მათ შორის მეც და ჩემს მეგობრებსაც და ამაში ვეპატიჟებით მთელს ერს.

ამიტომ არა მიმდინარე „ნაც-ქოცურ“ ტილაობას! არა „ქოცების“ ლიბერალურ ჭაობში ჩარჩენას! არა „ნაცების” ლიბერალურ ტირანიაში დაბრუნებას! გაუმარჯოს ჩვენს ერს, დამოუკიდებელს, კავკასიის ერთგულს, მშრომელს და მეოჯახეს. ამისთვის შეიქმნა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა - „ერთობა, რაობა, იმედი“, შემოკლებით „ერი“, ამისთვის გადაკეთდება პოლიტიკურ პარტიად, როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება”, – ამბობს ვასაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]