weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე სამადაშვილს „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა

16:24 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის ნაწილი დაადანაშაულა იმაში, რომ ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გაუწია. ამის შესახებ მორიგი განცხადება ღარიბაშვილმა დღეს, პარლამენტში გამოსვლის დროს გააკეთა და დეპუტატი სალომე სამადაშვილი ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა.

„ეს ადამიანები, ვინც ახლა აქ არიან წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილი, დადიოდნენ ევროკავშირში, ევროპარლამენტში, ყველგან - ამას ჩვენი ევროპელი მეგობრები მიყვებიან - და მავნებლურად, მტრულად ექცეოდნენ ქვეყანას, რომ რამენაირად... რა არის ტყუილი? „ევროპის სახალხო პარტია“, რომელი პარტიაა ხომ არ შემახსენებთ? ქალბატონო ხატია [დეკანოიძე], ეს არის თქვენი მთავარი პარტნიორი პარტია. „ევროპის სახალხო პარტიამ“ მათი რეკომენდაციით მოამზადა ყველაზე სამარცხვინო ტექსტი, უსამართლობის ზეიმი, რომ იტყვიან და პირდაპირ ჩაწერეს... ეს იყო პირდაპირი მხოლდება და მტკიცებულება იმისა, რომ აი, ამ ადამიანებს არ სურდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი.

„ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციებს ვუზიარებ მოქალაქეებს.

რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს, ძალიან ნერვიულობს, იმიტომ, რომ იცის, მასზე უნდა გადავიდე.

ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ გაუწია რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაც. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს. საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზრებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]