weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს ევროკომისიის დასკვნის გამო – გალერი

13:31 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ საგარეო საქმეთა წარმომადგენელი მაიკლ გალერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებებში, რომლის შერჩევა ევროკომისიას მოუწია იმისთვის, რომ სათანადოდ და სამართლიანად გამოხმაურებოდა საქართველოს მთავრობის წინაშე არსებულ ამოცანებს“, – წერს გალერი

გალერმა Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ის ფრაგმენტი გააზიარა, სადაც ის ამბობს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. ღარიბაშვილის თქმით, ეს „ნამდვილი მეგობრებისგან“ მოისმინა.

17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გაუწია და მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაციით შემოიფარგლა. კომისიის მოსაზრებით, საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება.

23-24 ივნისს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

 

ამ თემაზე:

ერთი თვითკრიტიკული რამ არ არის, რაზეც იტყვით, რომ აი, ამის გამო დაგვახარვეზეს? – ელისაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]