weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

რესპუბლიკელებმა საკრებულოს წევრობის კანდიდატად ლესბოსელი წარადგინეს

14:17 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 hits 1986

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიის მეორე ხუთეული წარადგინა. სიაში იურისტი და ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძეც არის, რომელსაც ღია აქვს დაფიქსირებული, რომ ლესბოსელია.

„ჩემი გადაწყვეტილება ვითანამშრომლო „რესპუბლიკურ პარტიათან“ დაკავშირებულია იმასთან, რომ მსურს, წინ აღვუდგე ჰომოსექსუალი ადამიანების ჩაგვრას, რასაც საქართველოში აქვს ადგილი და გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოებას აქვს საზარელი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, ფსიქოლოგიურ ძალადობაში, რასაც ადამიანების თვითმკვლელობა მოჰყვება, პირდაპირ ფიზიკურ საფრთხეებში, ტრანსგენდერი ადამიანების ხოცვაში, ახალგაზრდა ადამიანების ოჯახებიდან სამუდამო გარიყვაში. ჩემი აზრით, საზოგადოებაზე ზრუნვა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოების საკითხებს და ამ საკითხებით ვიქნები დაკავებული იმ შემთხვევაში თუ თბილისის საკრებულოში ვიქნები არჩეული“, - აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოება მოიცავს გარემოს, საკვების და ასევე შრომის უსაფრთხოების საკითხებს. ნინო ბოლქვაძის განცხადებით, არჩევნებში მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ლგბტ თემი არჩევნებში იყოს ჩართული.

„ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ უბრალოდ არ ვარსებობთ. გვეუბნებიან: თქვენი თემი არის მხოლოდ 30 ადამიანი, რომელიც ხანდახან ჩანს საჯარო სივრცეში. დავანახოთ საზოგადოებას არჩევნების დღეს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის სიის პირველი ათეული ასეთია: 1. ხათუნა სამნიძე; 2. მიხეილ ჩემია; 3. დავით ზურაბიშვილი; 4. თამარ კორძაია; 5. ლაშა ომარაშვილი; 6. ტრისტან ჯინჭარაძე; 7. ნინო ბოლქვაძე; 8. გიორგი ჭაღიაშვილი; 9. თინა გელეყვა; 10. გიორგი ჩუბინიძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]