weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კანდიდატის სტატუსი არ არის ავანსი, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა – კასიანოვი

17:45 პარასკევი, 24 ივნისი 2022

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა დღევანდელ ბრიფინგზე ეკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის.

კასიანოვმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის ბრძოლის და მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.

„ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მიდიოდა. ამისთვის გამოვიდნენ უკრაინელი ხალხი მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე - თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის.

120 დღეზე მეტია, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას. უკრაინელები ახლა ყოველ დღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ევროკავშირი იცვლება. ის ხდება უფრო ძლიერი საკუთარი თავის და ღირებულებების დასაცავად, იქნება უფრო ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე გლობალურ განზომილებაში, არ იქნება რუსულ ენერგომატარებლებზე და უფრო სწრაფად შეძლებს რეაგირებას გამოწვევებსა და საფრთხეებზე.უკრაინა მზად არის და ის აუცილებლად შეიტანს საკუთარ წვლილს.

რუსულმა აგრესიამ და ასევე რუსული ჯარის დანაშაულებრივმა ქმედებებმა უკარაინაში შეცვალეს მსოფლიო, შეცვალეს ევროპა და ევროკავშირი. შეიცვალა გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარეც. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, თებერვლის ბოლოს შეიტანა. სწრაფად იყო მიღებული და შევსებული კითხვარი, ევროკომისიამ ასევე სწრაფად გააკეთა დასკვნა, ევროპარლამენტმა დაამტკიცა მხარდამჭერი რეზოლუცია და გუშინ, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი დაჩქარებული ტეპები შემდეგშიც შენარჩუნდება და უკრაინა ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ანდრი კასიანოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღესაც ავანსი, წახალისება და საჩუქარი უწოდა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ის ამბობს, რომ საქართველო მიღწევებით ბევრად წინ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]