weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საოკუპაციო ხაზთან არ ვარ ნამყოფი, რაზე უნდა ჩავიდე იქ? – კობახიძე

18:14 პარასკევი, 24 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.

„მე არ ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან. დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხები არ არის გადასაჭრელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება არამარტო ჩადის საოკუპაციო ხაზთან, არამედ „პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას“.

„სამინისტროები, უწყებები - მთელი ხელისუფლებაა ჩართული. თქვენ გგონიათ, იქ გზა რომ მიდის, წყალი რომ მიდის დენი რომ მიდის, თქვენ აკეთებ ამას? ადგილზე არ ჩადიან? მილიონი ვიზიტია იმ ტერიტორიებზე. მილიონი პროექტი განხორციელდა ზუსტად იმ ზონაში და ერთი არ გაგიშუქებიათ, იმიტომ, რომ თქვენ ადამიანების პრობლემები კი არ გაწუხებთ, არამედ მარტო უბედურება ამ ქვეყანაში“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძემ 14 მაისსაც განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]