weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხვიჩია: ორივე მოთხოვნა არასერიოზულია, კრიზისი შეიძლება მხოლოდ არჩევნებმა განმუხტოს

16:58 შაბათი, 25 ივნისი 2022

„გირჩის“ ლიდერის და პარლამენტის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გაჟღერებული ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. მისი თქმით, ამ მოთხოვნებით ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა ნიჰილიზმს იწვევს - „ფაქტობრივად ახშობს პროტესტს, რაც სამართლიანად არსებობს ამ ქვეყანაში“.

„პირველი - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია, თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელია. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის სახლში წასვლას რომ ითხოვ, უბრალოდ არასერიოზულია, თუ ის გესმის, რომ მხოლოდ წარმომადგენელია.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას - ეროვნული თანხმობის რაღაცის შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგან არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია - ვინ არის ეს ხალხი, ვინ არჩევს ამ ხალხს და ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი. რატომ ვენდობით ამ ხალხს და ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე, „ქართული ოცნების“ პარლამენტი? რა მოთხოვნაა თავისი შინაარსით, როგორ უნდა მოხდეს აღსრულება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას აზრით, აქციის ორგანიზატორებს ლოგიკური მოთხოვნები უნდა დაეყენებინათ.

„რამ შეიძლება განმუხტოს ეს კრიზისი, რაც ქვეყანაში ხდება? ჩემი აზრით, არაფერმა გარდა არჩევნებისა. ამ არჩევნებს რომ აზრი ჰქონდეს, ამისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება“, – ამბობს ხვიჩია.

24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად დასახელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც ზამთრამდე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს და მორიგი აქცია 3 ივლისს დააანონსეს.

 

ამ თემაზე:

ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები – მელია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]