weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

კალაძე ეროვნული თანხმობის მთავრობაზე: „საერთოდ აბსურდია ჩვეულებრივი“

18:59 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

თბილისის მერს და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე საუბარი „სრული სისულელე“ და „ჩვეულებრივი აბსურდია“. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის სრული სისულელე. აზრი არ აქვს, რომ მაგ პოლემიკაში შევიდეთ. ეს არის სრული სისულელე ამ სიტყვების სრული პასუხისმგებლობით. არაკონსტიტუციური, არაკანონიერი, საერთოდ აბსურდია ჩვეულებრივი“, – თქვა კახა კალაძემ.

24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად დასახელდა 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც ზამთრამდე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი განმარტავს, რომ მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით. მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ მოქმედი პოლიტიკოსები. მანამდე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]