weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მთავრობამ EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა მხარესთან უნდა იმუშაოს – დეგნანი

19:13 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთანაც უნდა ითანამშრომლოს. ელჩის კომენტარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

„ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროკომისიამ გასცა. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო მკაფიოდ ვერ იტყვი“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, როდესაც რეკომენდაციები შესრულდება, მაშინ საქართველოც მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„არცერთი ეს რეფორმა ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესს განიცდიდა. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. იმედი მაქვს, ამას ვნახავთ მომავალ თვეებში“, – განაცხადა დეგნანმა.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტებ/პირობები შესრულდება. 12 პირობას შორის დასახელებულია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]