weather cur horoscope tv
ივნისი 19, 2024

ამ სახით შეგვიძლია მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომ არ დავაზიანოთ პარტია – ყაველაშვილი

11:49 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

„ის, რაც კულისებში გვაქვს, მეტი ინფორმაცია - არსებულ სიტუაციასთან, გლობალურ პროცესთან, უკრაინაში ომთან, ევროკავშირთან დამოკიდებულებაში, ამ 12 პუნქტთან, ამ ოპოზიცისს მდგომარეობასთან და ა.შ. დაკავშირებით - მიგვაჩნია, რომ მეტი დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას“, – განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მეტი დოზით მიწოდება, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება.

„ჩვენი აზრით, საზოგადოებას არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია იცოდნენ. ჩვენ, სამმა ადამიანმა, გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება.

შეიძლება დიპლომატიური თემა არის, რომ რაღაცები არ ითქმება, მაგრამ, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს საზოგადოებას. მეტი დოზით ჰქონდეს სიმართლე ჩვენს საზოგადოებას და ეს ერთადერთ რამეს ემსახურება, პირველ რიგში, ეს არის  ჩვენი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ქართული ოცნება“ გუშინ მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და წევრებთან მათ ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]