weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

თეა კატუკიამ საფრანგეთში საქართველოს ინტერესები სათანადოდ ვერ დაიცვა – სამინისტრო

14:38 პარასკევი, 01 ივლისი 2022
ფოტოზე - თეა კატუკია ფოტოზე - თეა კატუკია

„გაკვირვებული ვართ ქალბატონი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით“, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თეა კატუკიამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. 

„სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც თეა კაკუტია ამბობს, გადადგმის თაობაზე განცხადება პირველ მაისს დაწერა და ის ძალაში დღეს შევიდა. ყოფილი ელჩის თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მასზე მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა ზეწოლა.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია“, – წერს სოციალურ ქსელში თეა კატუკია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]