weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გუშინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფაქტობრივად პარტიად იქცა – პაპუაშვილი

18:51 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები დისკრედიტირებულები არიან.

„სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთვნენ პოლიტიკაში, აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან პოლიტიკური პროცესების ჩვეულებრივი მონაწილეები. გუშინდელი დღე ამის პიკი იყო, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფაქტობრივად პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ. მათ საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ, რომ ალბათ დრო არის, პოლიტიკურ პარტიებად გადაკეთდნენ.

პრობლემა ის კი არ არის, პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას. პრობლემაა, როდესაც საქმე გვაქვს ფარსთან.

როდესაც თითქოს ეს არის მიუკერძოებელი საზოგადოების ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაცია და სინამდვილეში ეს არის საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს საზოგადოებასთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ვეროპისკენ“ გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. აქცია დილით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.

 

ამ თემაზე:

კობახიძე: საბოლოოდ წაიშალა ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის

გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში – ელისაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]