weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სამარცხვინოა, რომ სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების შეზღუდვას ითხოვს – ხვიჩია

18:34 ოთხშაბათი, 06 ივლისი 2022

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია სამარცხვინოს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ პრორუსული და ძალადობრივი პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის მომზადებას.

ხვიჩიას თქმით, აკრძალვა გამოსავალი არ არის.

„სამარცხვინოა, როდესაც სახალხო დამცველს სასამართლოში სარჩელი შეაქვს არა ადამიანის უფლებების გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად და ამას „აპრავებს“ იმით, რომ პრორუსების და ვიღაცების შეზღუდვას ითხოვს. იმასაც კი ვერ ხვდება, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები, საბოლოო ჯამში, იმას შეეხება, ვისაც არასოდეს არ უნდა შეეხოს და სრულიად დაუსაბუთებლად გააძლიერებს სისტემის უფლებამოსილებას. უცნაურია, რომ სახალხო დამცველის პოზიციიდან აკეთებს ამას“, – აცხადებს ხვიჩია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

გუშინ, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომზადებულია კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც „კანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორი ჯგუფი“ მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ეხება.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „ალტ ინფოს“ მრავალი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, კონსტიტუციური სარჩელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას და რამდენიმე პარლამენტარს წარუდგინეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიტანს სარჩელს სასამართლოში.

პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]