weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის წინააღმდეგ ცესკო-ს მიმართეს

14:24 შაბათი, 16 სექტემბერი 2017

ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ქეთევან ჭიპაშვილის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

საქმე ეხება ქეთევან ჭიპაშვილის „ფეისბუქის“ პოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს რესურსცენტრისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სახელით. „ფეისბუქის“ პოსტში როსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევე მისი ბიოგრაფია  და  კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები. 

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ქეთევან ჭიპაშვილის, როგორც საჯარო მოხელის მონაწილეობა აგიტაციაში, სამუშაო საათებში, წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ საჯარო მოხელისთვის დადგენილ ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპს.

„ამასთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელის მხრიდან საჯარო სკოლების სახელით გაკეთებული განცხადება, შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც საკუთარი სამსახურეობრივი პოზიციის გამოყენება და პედაგოგებისთვის ინსტრუქციის მიცემა არჩევნებზე მხარი დაუჭირონ სესიაშვილს“, – მიაჩნიათ სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.

საარჩევნო კანონმდებლობა აღნიშნული დარღვევისთვის პირის დაჯარიმებას ითვალისწინებს 2000 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]