weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გოგაშვილი იმიტომ დაიჭირეს, რომ ბიძინას მხილება გადაწყვიტა – ხაბეიშვილი

16:50 შაბათი, 16 ივლისი 2022

„გოგაშვილი განა უდანაშაულოა, კი არ ვამბობ, რომ წმინდანია, მაგრამ იმიტომ დაიჭირეს, რომ ბიძინას მონა აღარ არის, ბიძინას მხილება გადაწყვიტა, პირდაპირ თქვა, რომ გაყალბდა არჩევნები“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო (იოსებ) გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

ხაბეიშვილის თქმით, გოგაშვილის დაკავება გზავნილია სხვა საჯარო მოხელეებისთვისაც.

„რომ არა ეს, გუშინ ღამე ამ სპექტაკლს არ დადგამდნენ და დღისით, მზისით მშვიდად დააკავებდნენ. წარმოგიდგენიათ, რამდენმა ადამიანმა ნახა ეს ნიღბიანები ავტომატებით და რამხელა სტრესი მიიღეს ადამიანებმა, რომ მათაც შეიძლება იგივე დაემუქროთ.

ეს კაცი ამ სისტემის ნაწილი და მისი შემოქმედი იყო, მაგრამ მასაც კი არ ინდობენ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილს უღალატა.

„ქართულ ოცნებაში“ სამშობლოს ღალატიც მოსულა, სახელმწიფოს მტრობაც, კორუფციაც, მოპარვაც, ხალხის გაჭირვებაში ყოფნაც, მაგრამ აი, „ბიძინა ივანიშვილის ღალატი არ მოსულა, ძმაო“. ეს მესიჯი გაუგზავნეს ყველას“, – თქვა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარებული სპეოცპერაციის შედეგად საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა, როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.

თეა მარტყოფლიშვილი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მის მეუღლეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი „ჩაუდეს“ და ჩხრეკის პროცესში მასზე იძალადეს.

სოსო გოგაშვილმა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავდებდა, გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა მოპოვებული, რომლებიც დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას წარუდგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]