weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დიდი ხანია ივანიშვილს არ შევხვედრივარ, მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია – დეგნანი

17:55 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია.

„საკმაოდ დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ამ ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ, როცა კი მქონდა მანამდე მასთან შეხვედრები, მას ყოველთვის ვარწმუნებდი აშშ-ს სრულ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის მიმართ და ასევე მზაობაზე, რომ ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

არცერთ ასეთ შეხვედრაზე მე მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩის თქმით, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამ საკითხზე ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე საუბრობს.

„არ ვიცი, რატომ ამბობს ამას, რადგან ის არცერთ ამ შეხვედრას არ დასწრებია“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მიხეილ ყაველაშვილ დაინტერესდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პირდაპირი კავშირი ხომ არ შემდგარა. ყაველაშვილი კითხულობს, ივანიშვილს რაიმე ხომ არ მოსთხოვეს და ხომ არ ხდება „ამის კვალობაზე შანტაჟი“. „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ამ კითხვაზე პასუხი ბიძინა ივანიშვილისგანაც მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]