weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბოლო წლებში ჩვენმა მოწინააღმდეგემ სერიოზულად გაზარდა სამხედრო პოტენციალი – ბჟანია

10:53 პარასკევი, 22 ივლისი 2022

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას გუშინ, გულრიფშის რაიონში ვიზიტის დროს, უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში საქართველოს მხრიდან შესაძლო საფრთხეების შესახებ ჰკითხეს.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციასთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, „აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია სამხედრო დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს“.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ჩვენმა მოწინააღმდეგემ სერიოზულად გაზარდა სამხედრო პოტენციალი, როგორც საკუთარი ხარჯებით, ასევე მოკავშირეების ხარჯზე. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ორჯერ მეტია ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტზე. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია მაღალი სიზუსტის იარაღისა და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების შეძენაზე.

ჩვენ გვყავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფი და ვცდილობთ მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, სამხედრო მოქმედებების გაჩაღებამდე არ მივიდეს საქმე. ამ მხრივ ჩვენთან დიპლომატია მუშაობს. არის სურთულეები, ჩვენ მათ ვხედავთ და ვაანალიზებთ. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ბჟანიამ.

ასლან ბჟანიამ გულრიფშის რაიონში, კულტურის სახლში შეხვედრა ადრე დაასრულა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის მიზეზი შეხვედრაზე მყოფი პირების, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების პროვოკაციული ქმედებები გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]