weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

არახამია: მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე

14:10 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ბიზნესგარემოცვა და პოლიტიკოსებიც იქნებიან.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ საცხოვრებელ მამულში იწერებოდა, არახამიამ ივანიშვილი გააფრთხილა.

„ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში და თქვენც თქვენი მამულები საქართველოს მოქალაქეებს გადასცეთ. ნუ დაელოდებით სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ. გააკეთეთ ეს ნებაყოფლობით... როდესაც ევროპულ სანქციებს დაადებენ, არამგონია საფრანგეთში იცხოვროს. მგონია იქ წავა, სადაც მთელი ცხოვრება ფულს აკეთებდა - რუსეთში“, – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს გადასცემენ კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებიც სანქციებზე მუშაობენ.

„ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, იმიტომ, რომ მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც.

ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. შეხედეთ, ჩვენ აქ შემთხვევით კი არ ვართ. ჩვენც ზუსტად ასეთი ბიძია გვყავდა. ისიც ასე ლაპარაკობდა: ყველას დავაპატიმრებ, მე ყველაზე მდიდარი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, რა მოუვიდა. ასე რომ, დროა, თქვენც უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ“, – თქვა დავით არახამიამ.

ცოტა ხნის წინ არახამიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]