weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზურაბიშვილი კობახიძეს: ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!

09:49 სამშაბათი, 26 ივლისი 2022

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კობახიძის საქციელი მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს.

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!“ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე მედიას კომენტარს აძლევდა, როდესაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტმა კობახიძეს მიმართა შეეფასებინა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის დავით არახამიას განცხადება, რომლის მიხედვითაც „ირაკლი კობახიძე „კაგებეს“ აგენტის შვილია“.

„კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი. ეს შემიძლია გითხრათ... ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა, რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს გავხარ პირითაც. შენ ბელადს დაემსგავსე ყველაფრით. სირცხვილია! სახე დაკარგე „ნაცმოძრაობის“ გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე. პოლიტიკა გიღირს ამად? ქალი აღარ ხარ, რა!“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება. ქარტიამ ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]