weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

წერილი გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით – სარჯველაძე

13:10 ოთხშაბათი, 27 ივლისი 2022

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილი შეაფასა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ის გამსჭვალულია, ერთის მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებულ აღნიშნვას მოითხოვს წერილის ის ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებობს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა. ივანიშვილი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]