weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2024

სუბარი ზურაბიშვილზე: როცა ადამიანს ორი სამშობლო აქვს, კაცმა არ იცის რომელი უფრო სტკივა

15:37 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

პარლამენტარი სოზარ სუბარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ „კაცმა არ იცის, რომელი სამშობლო უფრო სტკივა და ვის თამაშს თამაშობს“. როგორც სუბარი ამბობს, რას იტყვის პრეზიდენტი მათზე, „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე, „ყველაზე ნაკლებად საინტერესოა“.

„საზოგადოება ხედავს სიმართლეს. როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო, როგორც ჩანს, მაინც კაცმა არ იცის, რომელი უფრო სტკივა და სტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოა, სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურა ბოლომდე მაინც ვერ გაითავისა.

კაცმა არ იცის, რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ძალიან სამწუხარო, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ ეს ადამიანი სხვა კულტურაში იყო გაზრდილი, მიუხედავად შთამომავლობისა, თავისი გვარიშვილობისა, მიუხედავად იმისა, რომელ მთავრობას წარმოადგენდა, ემიგრანტ მთავრობას - ვგულისხმობ პირველს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის იყო ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარნიორი ქვეყნიდან და ევროკავშირიდან წამოსული ადამიანი, ვფიქრობდით, რომ ჩვენი ინტერესები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს - საქართველოს ინტერესები, დასავლეთის ინტერესები - რომ ეს ორი სამშობლო ხელს არ შეუშლის, ემსახუროს საქართველოს ინტერესებს.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ იყო მცდელობები საქართველოს ომში ჩართვის, სალომე ზურაბიშვილი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ თამაშის ნაწილი გახდა. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ქვეყნის იტერესებს არ შეესაბამება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ომში ჩართვის თემა მოგონილია და „ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“. ზურაბიშვილს ჰკითხეს, იზიარებს თუ არა ოპოზიციის პოზიციას, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ზიანის მიმყენებელ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ გასული დეპუტატების, მათ შორის სუბარის სახელით ახმოვანებს, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს დეპუტატები არსად გასულან და ამაში ორი აზრი არ არსებობს.

 

ამ თემაზე:

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე – ზურაბიშვილი

რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“ – ზურაბიშვილი

ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, მიუღებელია – ზურაბიშვილი

ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება – ზურაბიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]