weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინეს

10:49 კვირა, 31 ივლისი 2022
ფოტოზე გიორგი კალანდარიშვილი ფოტოზე გიორგი კალანდარიშვილი

საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე არიან წარდგენილნი, ხოლო ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.

გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მესამე ვადით სურს. წინა ორ შემთხვევაში ის თანამდებობაზე მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით იქნა არჩეული, რადგან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 (100 დეპუტატი) ხმა ვერ მიიღო, რაც 5 წლის ვადით ასარჩევად არის საჭირო. გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა ცესკომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]