weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაში ოხანაშვილი ომში ჩართვის ინტერესს ხედავს

14:07 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022

„ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება. ამ საკითხზე კომენტარი მან დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ახლა როდესაც საუბარია აი, ამ ნარატივის გაგრძელებაზე – რომ, დავუშვათ, ჩვენ მაქსიმალურად გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს, მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს – ამ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არა რაღაც მცირე, მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც შემოტანილია ისევ და ისევ კონკრეტული ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან. არავის ინტერესი, გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საბოლოოდ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, რეალურად არ გააჩნია. ეს არის ინტერესი და ყველა ასეთი კონკრეტული შემოთავაზებები ემსახურება ამ იტერესს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვას, სავიზო რეჟიმის მოთხოვნა რა კავშირშია ომში ჩართვასთან, ოხანაშვილმა უპასუხა პასუხობს, რომ „ძალიან ბევრ და ძალიან დიდ კავშირშია“: „ასეთი თემების შემოტანა უკავშირდება იმ დღის წესრიგს, როცა გვთავაზობდნენ ჩარტერული რეისით მებრძოლების გაგზავნას, რაც დაკავშირებულია შემდგომ უკრაინის ელჩის გაწვევასთან“.

რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ მოითხოვა ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას დღეს, როდესაც „დრამატულად გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ვიზიტორთა რაოდენობა“. „ლელოს“ ინიციატივაა, რომ როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის მოქალაქეებისთვის დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა და ის 30 დღით განისაზღვროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]