weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

გიორგი კვირიკაშვილი გაეროს  გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

11:00 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017 hits 1197

აქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ეუთოს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე - გაიმართება შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევსა და ავღანეთის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ ღანისთან.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი 19 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე.

კვირიკაშვილი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას - „გაეროს რეფორმები“. ის ასევე მიწვეულია ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გაეროში დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]