weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კობახიძის თქმით, ივლისის ბოლოს საქართველოში რუსეთის დაახლოებით 110 ათასი მოქალაქე იყო

11:38 პარასკევი, 05 აგვისტო 2022

„საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 %-საც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, 110 ათასზე ნაკლებ რუსეთის მოქალაქეს შორის არიან „რამდენიმე დღით ჩამოსული რუსი ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ.“.

„სულ, ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იყვნენ ჩამოსული საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 10-20 ათასი. აქედან უამრავი ეთნიკურად ქართველია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ. დაზუსტება სჭირდება, რამდენია ქართველი, მაგრამ

ასეც და ისეც, რუსეთის მოქალქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით და ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ავრცელებენ ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაციაა“, – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას.

„დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან ერთადერთი მიზანი დგას - „რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში“.

 

ამ თვეში:

ჩვენი ომის შემდეგ ამოქმედებული სავიზო პოლიტიკის ამ ომის გამო შეცვლა ირაციონალურია – კობახიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]