weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქართველებს არ სჭირდებათ ახსნა, რა არის რუსეთი, ჩვენ ვიცით – პოდოლიაკი

10:49 ორშაბათი, 08 აგვისტო 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-14 წლისთავს ეხმაურება. Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ დაუსჯელი ბოროტება უფრო დიდი მასშტაბებით ბრუნდება.

„14 წლის წინ რუსეთის ტანკები საქართველოში შეიჭრნენ, ქვეყნის ნაწილი დაიკავეს, გაჩნდნენ კრიმინალური კვაზირესპუბლიკები. მტაცებელმა რუსეთმა თითქოს პირველად გასინჯა სისხლის გემო.

მსოფლიომ ამას შეშფოთებით, „გადატვირთვით“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით უპასუხა. შედეგად, რუსეთმა დაიწყო ტერორი უკრაინაში და მსოფლიოს წინააღმდეგ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, აშანტაჟებს ევროპას გაზით და შიმშილით სამხრეთს და აღმოსავლეთს.

ქართველებს არ სჭირდებათ უკრაინელებისთვის ახსნა, თუ რა არის რუსეთი. ჩვენ ვიცით. მხოლოდ ის გვრჩება, ეს აზრი დასავლელ „მტრედებამდე“ მივიტანოთ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, – წერს პოდოლიაკი.

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. უწყება აცხადებს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„არ მიიღო რა მსოფლიო საზოგადოებისგან შესაბამისი პასუხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში - მოახდინა ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რეჟიმის მკაცრი დაცვითა და იმ ქვეყნების ყოველმხრივი მხარდაჭერით, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთი აგრესიას ახორციელებს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა ყველაზე მკაცრად უნდა აგონ პასუხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]