weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

თალაკვაძე არახამიას: არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია

12:47 პარასკევი, 12 აგვისტო 2022

„ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, მთელი ამ თვეების განმავლობაში თავს ვიკავებთ, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები, კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. ეს დამოკიდებულება დარჩება ბოლომდე, ვიდრე უკრაინა ომშია“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამიას საქართველოს მიმართ არმეგობრულ განცხადებებს აკეთებს.

„როდესაც უკრაინაში ომია, ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ.

მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს. მინდა, მას ვუთხრა, რომ არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია.

ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

გუშინ დავით არახამიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა. მისი თქმით, აინტერესებდა, 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით „ეყოფოდა თუ არა ვინმეს გამბედაობა, უკრაინასთან თუ არა, თავის ქვეყანასთან მიმართებით მაინც გაეკიცხა აგრესორი და გაეხსენებინა, რა მსხვერპლი და ზარალი მოიტანა რუსეთის ომმა საქართველოში“.

„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა, რაც შიშით და რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა განპირობებული... სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა. უნდა გაიგოთ, რომ მსგავსი ვიზები, საბედნიეროდ, თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ ვინ რას წარმოადგენს, ვის რა პასპორტი ექნება და ვინ სად იქნება“, – განაცხადა არახამიამ ვიდეომიმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]