weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ – ვოლსკი

16:31 შაბათი, 27 აგვისტო 2022

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასკვნა თავად საჭიროებს გადახედვას.

ვოლსკი არ ეთანხმება კომისიის მოსაზრებას, რომ კანონპროექტი პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო.

„ეს კანონი ჯერ კიდევ მარტიდან არის დამუშავებაში და 7 ივნისს არის მესამე მოსმენით წარმოდგენილი. დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მით უმეტეს, რომ სამართლებრივი შენიშვნები არ ჰქონიათ არც ჩვენს ოპონენტებს, არც საექსპერტო ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პრეზიდენტს, რომელმაც ამ კანონს ვეტო დაადო.

ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი, ვინაიდან ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისია შენიშვნას იძლევა. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს შესვლას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტაცია არ არის მოცემული.

„ვფიქრობ, დავძლევთ ვეტოს და კანონი იქნება მიღებული, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელსაც რეკომენდაციასაც კი ვერ ვუწოდებთ, რაიმე არსებითს საერთოდ არ ითვალისწინებს“, – ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.

ვენეციის კომისიამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნით მოამზადა და გუშინ, 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. 14-გვერდიანი დოკუმენტი ეხება ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 7 ივნისს მიიღო, თუმცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. კომისია მიიჩნევს, რომ გადახედვას საჭიროებს არა მხოლოდ ეს კანონპროექტი, არამედ  მთლიანად ფარული თვალთვალის ზედამხედველობის საკანონმდებლო ჩარჩო.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციებიც აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]