weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბიძინა ივანიშვილის ძმა „ქართულ ოცნებას“ 250 000 ლარით დაეხმარა

14:25 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილმა 2017 წლის სექტემბერში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 70 000 ლარი გადარიცხა. მათ შორის, 30 000 ლარი როგორც ფიზიკურმა პირმა, 40 000 ლარი კი მისმა კუთვნილი კომპანია „ციტადელის“ სახელით.

ალექსანდრე ივანიშვილმა სახელისუფლებო პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც გაუწია ფინანსური დახმარება, - სულ 180 000 ლარის ოდენობით. პირადად მან „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი გადაურიცხა, შპს „ციტადელმა“ 100 000 ლარი, შპს „ტორნადო+“-მა კი 50 000 ლარი.

შპს „ციტადელში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა კაპიტალის 75 %-ის მფლობელია, შპს „ტორნადო+“-ში კი 79,5 %-ს ფლობს.

2017 წლის 11 სექტემბერს ალექსანდრე ივანიშვილი გურიის მხარეში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენას დაესწრო, სადაც მმართველი პარტიის დამსახურებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დროა პარტიამ სახელი შეიცვალოს და ახდენილი ოცნება დაირქვას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]