weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აქტივისტის ცემაში ბრალდებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 14 პრემია-დანამატი მისცეს

11:14 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცემის გამო ბრალი აქვს წარდგენილი, ერთ წელში დანამატი და პრემია 14-ჯერ აიღო. 2016 წელს მან 54 407 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც 28 607 ლარი პრემია-დანამატების თანხაა.

ქუთაისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 150 ლარია. შესაბამისად, მისი ხელფასის წლიური ოდენობა 25 800 ლარს შეადგენს. 

11 პრემია-დანამატი აიღო ბექა ყანჩელმა 2015 წელს. მისი წლიური ანაზღაურება 48 867 ლარი იყოაქედან 23 067 ლარი - პრემიები და დანამატები. 

საჯარო სამსახურის გარდა, ბექა ყანჩელი ბიზნესის სფეროშიც საქმიანობს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი დღეისათვის 2 კომპანიის მეწილეა: შპს „აუდიტორული კომპანია GRB“ (12,25 %) და შპს „GRB“ (30 %). 

„რეგინფო“ წერდა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს ბექა ყანჩელს და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მათ ბრალი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ დირექტორის სულხან ქობულაძის ცემის გამო წაუყენა. აღნიშნული ინციდენტი 2015 წლის 1 ოქტომბერს მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]