weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

იოსებ ქარუმაშვილი - მთავრობა ყველაფერს აკეთებს დეცენტრალიზაციისთვის

17:07 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი ზემო ალვანის თემის სოფელ ხორბალოსა და ზემო ალვანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. 

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო. ასევე აღინიშნა, რომ ადგილზე შექმნილი სათემო საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობის გარეშე, არც ერთი შესრულებული პროექტის ჩაბარება არ უნდა მოხდეს. 

„ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თითმმართველობებმა რაც შეიძლება მეტი ფუნქცია შეიძინონ. დეცენტრალიზაცია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადგილზე, თქვენთან ერთად, გადავწყვიტოთ ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე. 

"ქართული ოცნების" პრესამსახურის ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]