weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2021

რუსეთი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს - სერგეი ლავროვი

13:26 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 hits 1430

რუსეთის სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს პატივს სცემს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სოჭში განაცხადა, სადაც ახალგაზრდობისა და სტუდენტობის საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო. ლავროვმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების თაობაზე სტუდენტების შეკითხვას უპასუხა.

„საბჭოთა კავშირის დროს ერთიანი ოსეთი იყო. შემდეგ სამხედრო ძალით გაყვეს. მაშინ ერთი რესპუბლიკიდან მეორეს ბევრი რამ გადაეცემოდა. ახლა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენს მიერ აღიარებულია დამოუკიდებელ რესპუბლიკად. რუსი სამშვიდობოები, რუსეთის არმია მას უშუალოდ დაეხმარა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ძალის გამოყენებით არ გადაეწყვიტა „ტერიტორიული პრობლემა“, როგორც მან ამას უწოდა, მიუხედავად ეუთო-ს გადაწყვეტილებებისა, მიუხედავად იმისა, რომ იქ იმყოფებოდნენ რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელები, ასევე ქართველები, რომლებიც აგრესიულ აქტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიყვანეს. ჩვენ ყოველმხრივ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთს და დავეხმარებით მას ჩვენი უახლოესი სამოკავშირეო ურთიერთობებით“, - განაცხადა ლავროვმა.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა რეგიონის დამოუკიდებლობას არ ცნობს და მას განიხილავს, როგორც საქართველოს ნაწილს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]